აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს.
ალიევი ასევე იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს.
როგორც ცნობილია, 25 მაისს მოსკოვში კრემლის ლიდერის შუამავლობით ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა იგეგმება.
ინფორმაციისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთი აღიარებს მთიან ყარაბაღს, როგორც აზერბაიჯანის ნაწილს.