“აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკეთა ის, რითიც ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე ერი თუ დაიტრაბახებს” – არესტოვიჩი

95
spot_img

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააკეთა ის, რითიც ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე ერი თუ დაიტრაბახებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა შეძლო გრძელვადიანი და გონივრული სტრატეგიის გატარება, რითიც აღადგინა და დაიბრუნა საკუთარი ტერიტორიები.

„ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე ერს შეუძლია ასეთი რამით ტრაბახი“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა წინასწარ ჰქონდა მომზადებული.

„ამ გეგმის განხორციელება დაიწყო ომის დასრულებისთანავე. მაგალითად, ფიზულიში აეროპორტის აღდგენა რეკორდულად მოკლე ვადაში მოხერხდა, რაც საოცარია. ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად შორს იყურებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლება“, – ამბობს არესტოვიჩი.