სომხები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ ცხოვრობენ საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში. რატომ არ შეუძლიათ ყარაბაღიდან წასულ სომხებს იგივენაირად იცხოვრონ სომხეთსა და აზერბაიჯანში“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.
ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მრავალეროვანი ქვეყანაა და არც ერთ ეთნიკურ ჯგუფს რელიგიური ან ეთნიკური ხასიათის პრობლემები არ ჰქონია.
„აზერბაიჯანი მრავალეთნიკური ქვეყანაა და არცერთ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანში არასოდეს განუცდია რაიმე შიში ან პრობლემა რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით. ამის დადასტურება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც იცნობს აზერბაიჯანს.
სხვათა შორის, სომეხი მოსახლეობა დღეს უპრობლემოდ ცხოვრობს აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხეში. სომხები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ ცხოვრობენ რუსეთში, უკრაინაში და საქართველოს სოფლებში. რატომ არ შეუძლიათ მათ ასე გვერდიგვერდ იცხოვრონ აზერბაიჯანში ან სომხეთში?“, – აცხადებს ალიევი.