ავტომობილში, რომელიც მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

331
spot_img

ავტომობილში, რომელიც მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდა მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ადგილზე მყვინთავ-მაშველები რამდენიმე საათი მუშაობდნენ.

უბედური შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. ხიდზე მოძრავმა ავტომობილმა ჯებირი გაარღვია და წყალში ჩავარდა.