აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„[სამხედრო დახმარების] უახლესი პაკეტი დაეხმარება უკრაინას, გააგრძელოს გაბედულად საკუთარი თავის დაცვა რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის წინაშე. რუსეთს შეუძლია ომი დღესვე დაასრულოს. სანამ რუსეთი ამას არ გააკეთებს, შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის გვერდით იქნებიან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.