გამოძიების ფედერალური ბიუროს, (ეფბიაის) დირექტორის კრისტოფერ ვრეის განცხადებით, შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ რჩება ბევრი რუსი ჯაშუში, მათი განეიტრალების მცდელობის მიუხედავად.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში რუსული კონტრდაზვერვის მხრიდან საფრთხე კვლავ დიდია.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ არის ბევრი რუსი ჯაშუში. რუსული დაზვერვის კვალი კვლავ არის. ვცდილობთ ყველა გზით დავბლოკოთ რუსეთის ჯაშუშების გზა შტატებში. თუ ვინმეს სჭირდება შეხსენება, თუ რა არის რუსეთის ფედერაციის ინტერესები, მაშინ შეხედეთ რა ხდება უკრაინაში“, – აცხადებს FBI-ს დირექტორი.