აშშ-ში აცხადებენ, რომ თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანს გასული წლის ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე „ჰავანის სინდრომის“ სიმპტომები აღენიშნებოდა.
ინფორმაციას ამის შესახებ AP ავრცელებს.
„მე შემიძლია დავადასტურო, რომ თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელს აღენიშნებოდა „ჰავანის სინდრომისთვის“ დამახასიათებელი სიმპტომები“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა.
მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობაც უცნობია, სანგის თქმით, არ იყო თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის დელეგაციის წევრი ნატო-ს სამიტზე, თუმცა სამიტის ფარგლებში ცალკე ესწრებოდა შეხვედრებს.
პენტაგონის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ იძიებს რუსეთის დაზვერვის როლს მომხდარში.