,,აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას”- დანიგანი

15
xr:d:DAFzxNQaP9U:2,j:5751505488317882416,t:23111012
spot_img

რობინ დანიგანის განცხადებით, აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას.

„ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა საავადმყოფოები, სკოლები, ჩვენ მოვამზადეთ ექიმები, მასწავლებლები, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები. ჩვენი დახმარების საშუალებით აშენდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დავხმარებოდით შშმ პირებს, რომ შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ჩვენმა დახმარებამ მცირე ფერმერებს და მცირე მეწარმეებს მისცა სესხები. ჩვენ მივეცით ახალგაზრდებს პროფესიული განათლება. ჩვენ გავხსენით ამერიკული ცენტრები, სადაც უფასოდ შეისწავლება ინგლისური ენა და უზრუნველვყოფთ წიგნებით. ჩვენ ათასობით ქართველს მივეცით აშშ-ის სასწავლო პროგრამებში სწავლის შესაძლებლობა. ეს ისაა, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ეხმარებიან ქვეყანას გაძლიერებაში და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასა და თავდაცვაში. მე ძალიან ამაყი ვარ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელთაც ეს დახმარება განახორციელეს. თუ გექნებათ კანონპროექტი, რომელზეც თქვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები გეუბნებიან, რომ სერიოზული შეშფოთება აქვთ, მაგრამ ოკუპანტი მიესალმება მას, არის თუ არა ეს სასიკეთო თქვენი ქვეყნისთვის, ამაზე უნდა დასვათ კითხვა. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას“, – განაცხადა დანიგანმა.