აშშ მუშაობს, რათა ირანს შეკავების ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს -ჯონ კირბი

137
spot_img

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ მუშაობს, რათა ირანს შეკავების ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს.

“ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ მოქმედებას, რათა დავიცვათ ჩვენი ჯარები და ჩვენი ობიექტები. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დავარტყამთ და ვიმოქმედებთ ამისთვის. და ეს არის ძლიერი გზავნილი, რომელიც ირანმა უნდა აითვისოს. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ პასუხისმგებლობას”, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

“ჩვენ ასევე ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ეროვნული უსაფრთხოების ჩვენს ინტერესებს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სიგნალს ვუგზავნით ყველა აქტორს, არა მხოლოდ ირანს, არამედ ყველა აქტორს, რა თქმა უნდა, ირანის ჩათვლით, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ჯარს”, – განუცხადა კირბიმ CNN-ს.