აშშ მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებული ვალდებულება

30
spot_img

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულება და თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე გაიყვანოს. ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის დასრულების შემდეგ ამერიკის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან ერთად აღნიშნულია, რომ რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელსაც სამხედრო ძალები სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჰყავს განლაგებული, რაც აშკარად არღვევს გაეროს წესდებას, ჰელსინკის აქტსა და რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას.

„ამ დარღვევებს მოჰყვა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საკუთარი ქვეყნის შიგნით გადაადგილების გამო. ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი“, – ნათქვამია განცხადებაში.