აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თეთრი სახლი მიესალმება ჩინეთიისა და უკრაინის ლიდერებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.
„ეს [სატელეფონო საუბარი] კარგია. მიგვიყვანს თუ არა ეს რაიმე მნიშვნელოვან სამშვიდობო მოძრაობამდე, გეგმამდე თუ წინადადებამდე, ეს ახლა არ ვიცით“, – აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
„ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ გვინდა ეს ომი დასრულდეს. ეს შეიძლება დაუყოვნებლივ დასრულდეს, თუ პუტინი უკრაინას დატოვებს. როგორც ჩანს, ეს არ არის მოსალოდნელი. თუ მშვიდობის მოლაპარაკებები იქნება, ეს მაშინ უნდა მოხდეს, როცა პრეზიდენტი ზელენსკი ამისთვის მზად იქნება. შეერთებული შტატები მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, თუ ეს მშვიდობა შეიძლება მდგრადი და სანდო იქნება“, – დასძინა ჯონ კირბიმ.