აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში სწავლება „ღირსეული პარტნიორის“  ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება – აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი 

20
spot_img

აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

„შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.

30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის” ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის.

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს თავდაცვით ძალებთან პარტნიორობას და გავაგრძელებთ საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.

ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია, და დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმ უდიდეს ღირებულებას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ისეთ წვრთნებს სძენენ, როგორიცაა “ღირსეული პარტნიორი”. შეერთებულ შტატებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობების იმედი აქვს, მათ შორის AGILE SPIRIT-ის 2025 წელს”, – ნათქვამია განცხადებაში.