აშშ-მა რუსეთს 500 ახალი სანქცია დაუწესა

34
spot_img

უკრაინის ომთან დაკავშირებით და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საპატიმროში დაღუპვის გამო, აშშ-მა რუსეთს 500 ახალი სანქცია დაუწესა. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, სანქციების სამიზნე გახდნენ ნავალნის პატიმრობასა და რუსეთის ომის მანქანასთან დაკავშირებული ადამიანები, ასევე ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, შესყიდვების ქსელები და სანქციების თავიდან ამცილებლები არაერთი კონტინენტის მასშტაბით.

ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდება 100-მდე კომპანიასა და ფიზიკურ პირზე.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, სანქციებით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიდევ უფრო მკვეთრ ფასს გადაიხდის საზღვარგარეთ აგრესიისა და შიდა რეპრესიებისთვის.

„ორი წლის წინ მან სცადა უკრაინის რუკიდან წაშლა. პუტინი თუ არ გადაიხდის ფასს მკვლელობებისა და განადგურებისთვის, ის გააგრძელებს გზას“, – აღნიშნულია განცხადებაში.