ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო კვირების განმავლობაში მეორედ მიიტანა იერიში იარაღის შესანახ ობიექტზე აღმოსავლეთ სირიაში. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
პენტაგონის ინფორმაციით, იარაღის შესანახ ობიექტებს ირანის ისლამური რევოლუციის „გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ. როგორც განცხადებაში წერია, დარტყმები განხორციელდა ორი ამერიკული F-15 გამანადგურებლის მიერ და ეს იყო პასუხი აშშ-ის ძალებზე ბოლო თავდასხმებზე.
ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ თავდასხმები უნდა შეწყდეს.
„თუ ირანის მარიონეტული ძალების თავდასხმები აშშ-ის ძალებზე გაგრძელდება, ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ შემდგომ საჭირო ზომებს ჩვენი ხალხის დასაცავად“, – წერია განცხადებაში.