“აშშ ხელს უწყობს ისრაელს ჩადენილ დანაშაულებებში” – ირანის პრეზიდენტი

20
spot_img

აშშ ხელს უწყობს ისრაელს ჩადენილ დანაშაულებებში, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა ანკარაში ვიზიტისას განაცხადა.

„ყველაზე უარესი, რასაც სიონისტური რეჟიმი აკეთებს, ის არის, რომ მხარდაჭერას იღებს ამერიკისგან და რამდენიმე დასავლური ქვეყნისგან. სინამდვილეში, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომ ამერიკა ოფიციალურად მხარს უჭერს სიონისტურ რეჟიმს. რეალურად, ამერიკა ასრულებს ამ მკვლელობებს და მის ხელზეა სისხლი უდანაშაულო ქალებისა და ბავშვების“, – განაცხადა რაისმა.

ირანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელთან კავშირს თუ გაწყვეტდნენ ქვეყნები, რომლებსაც მასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ, მაშინ შესაძლოა, ისრაელის მხრიდან ეს ყოფილიყო ეფექტური ხალხის ტანჯვისა და მკვლელობების შესაჩერებლად.