აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოშია

12
spot_img

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოშია, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გამარჯობა! თბილისში ჩამოვედი, რათა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხის, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების მიმართ მხარდაჭერა დავადასტურო. აშშ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის, სერიოზულად შეშფოთებულია“, – წერს უზრა ზეია X-ზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.