“აშშ-ის მიერ ფარცხალაძის დასანქცირება ხელისუფლების დასჯას ემსახურება” – გურამ მაჭარაშვილი

129
spot_img

„ხალხის ძალის“ წევრის, უმრავლესობის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აშშ-ის მიერ ფარცხალაძის დასანქცირება ხელისუფლების დასჯას ემსახურება. მისივე თქმით, „დასჯის“ მიზეზია ის, რომ მათ „მეორე ფრონტი“ არ გახსნეს.

„საქართველოს მოქალაქის დასანქცირება, რომელიც 10 წელია არანაირ თანამდებობას არ იკავებს, არის გლობალური საკითხის შემადგენელი ნაწილი, რასაც ჰქვია საქართველოში „მეორე ფრონტის“ არგახსნის გამო ხელისუფლების დასჯა, რომ უკანონოდ შეცვალონ ხელისუფლება. მათ შორის „ნაცმოძრაობამ“ პირდაპირ თქვა, რომ ეს არის გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებაში თანამდებობის პირების, რომ მიადგებიან სხვას, რომ დაანააქცირონ. პირდაპირ თარგმნეს, ჩვენ აღარ დაგვჭირდა ამის მტკიცებულებების მოძიება. როგორც მოსამართლეები დაასანქცირეს და აღიარეს, მართალია, მტკიცებულებები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი განზრახვით და შეგნებით, ეს ხალხი არის კორუფციონერიო, ასევე ვფიქრობთ ფარცხალაძესთან დაკავშირებითო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.