აშშ- ში შესაძლოა TikTok-ი აიკრძალოს

15
spot_img

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ახალ კანონ პროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით TikTok-ის აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა.

TikTok-ის მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად ცხრა თვიანი ვადა მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამერიკულ აპლიკაციებში აიკრძალება. კანონ პროექტის თანახმად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უფლება ეძლევა, გაახანგრძლივოს ვადა კიდევ 90 დღით, თუ დადგინდება, რომ გაყიდვის მიმართულებით პროგრესი მიღწეულია.