,,აშშ-დან, ევროპიდან ევროს ან დოლარს რომ უგზავნიან ოჯახებს გამოსაკვებად, ეს დააყენა ივანიშვილმა საფრთხის ქვეშ”- ხაბეიშვილი

244
spot_img

“აშშ-დან, ევროპიდან 300, 400, 500 ევროს ან დოლარს რომ უგზავნიან ოჯახებს გამოსაკვებად, ივანიშვილმა ეს დააყენა საფრთხის ქვეშ”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საუბრობს და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ის კი არა, რომ ფარცხალაძეს იცავდნენ და ფარცხალაძის გამო, არა, რუსული ჯაშუშური ქსელის გამო, ბიძინა ივანიშვილს რომ ემუქრება სანქციები, და მომავალში ეს ბრძანება მაგისთვის დასჭირდებათ… მოქალაქეობა უნდა შეუწყვიტო და ჩვენი მთავარი მოთხოვნაც ეს არის. ბიძინა ივანიშვილმა საფრთხის ქვეშ დააყენა აშშ-დან, ევროპიდან 300, 400, 500 ევროს ან დოლარს უგზავნიან რომ ოჯახები გამოკვებონ, რომ ეს გადმორიცხვები ვეღარ იყოს. აი, მაგალითად, თუ ბანკს ლიბერთი ბანკს დაასანქცირებენ, შეიძლება ამ ადამიანებმა ეს ვეღარ გააკეთონ. ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რა დადეს სასწორზე რუსმა ჯაშუშებმა.