“აშკარად იგრძნობა ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მიკერძოებული პოლიტიკური მხარდაჭერის მცდელობა”

68
spot_img

რასაკვირველია, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. აშკარად იგრძნობა ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მიკერძოებული, ტენდენციური პოლიტიკური მხარდაჭერის მცდელობა. ბუნებრივია, ეს კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს, – ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„ალბათ, ერთგვარად ეს იმ ხაზის გაგრძელებაა, რაც გულისხმობდა იმ შეკრებაზე დასწრებას, რომელიც, როგორც ჩანს, „მოლოტოვის კოქტეილების“ პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. რასაკვირველია, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. აშკარად იგრძნობა ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მიკერძოებული, ტენდენციური პოლიტიკური მხარდაჭერის მცდელობა. ბუნებრივია, ეს კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს. ასეთ რამეს არ უნდა კადრულობდნენ ადამიანები, რომლებსაც, წესით, უნდა ჰქონდეთ გარკვეული ნეიტრალური მიდგომა, სახელმწიფოს მხარდაჭერაზე და ქვეყნის მხარდაჭერაზე თუ აქვთ პრეტენზია“, – აცხადებს სარჯველაძე.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს. ევროდეპუტატი თბილისში გამართულ დემონსტრაციებს იხსნებს და ამბობს, რომ ახალგაზრდების ხელშია საქართველოს მომავალი, სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ მათ დახმარება სჭირდებათ.