აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია-მაიკლ როთი

44
spot_img

საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ ენდობა და შეურაცხყოფას აყენებს, აშკარაა, რომ ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ ენდობა და შეურაცხყოფას აყენებს. ქართველები, რომლებიც თავისუფალი ევროპული საქართველოსთვის ქუჩებში გამოდიან, არა „უცხოური ძალების“ მარიონეტები, არამედ მამაცი დემოკრატები არიან. აშკარაა, რომ ხელისუფლება ოლიგარქის მარიონეტია“, – წერს მაიკლ როთი.