არც მე და არც ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ვინმეს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულება მოვიყვანოთ მეტ შესაბამისობაში ადგილობრივ კანონმდებლობასთან, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მედიასთან განაცხადა. „კითხვის ნიშნები გამოიწვია ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომელმაც ჩვენ გაგვაკრიტიკა. რა თქმა უნდა, საყურადღებო კომენტარი და გამოსვლა იყო მისი მხრიდან, მაგრამ არც მე და არც ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ვინმეს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულება მოვიყვანოთ მეტ შესაბამისობაში ადგილობრივ კანონმდებლობასთან“, – განაცხადა თურნავამ. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ პოლიტიკოსების გამოსვლა, რომლებიც ეროვნულ ბანკს აკრიტიკებენ, საყურადღებოა, თუმცა მათი განცხადებები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე არ მოქმედებს, რადგან ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღება