„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ჯერემი როზნერი, რომელიც „ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი ლობისტების ჯგუფმა პარტია „ლელოსთვის“ საარჩევნოდ გამოყო, არ იცის ვინ არის.
„არც კი ვიცი ვისზე საუბრობთ – ეს ერთი. ახლა მეორე – რაზეც ლაპარაკობთ და მაჩვენებთ, გვარს რომ ახსენებთ [როზნერი], არ ვიცი ეს ადამიანი, იქნებ გამაცნოთ. „დიდი პრობლემა“ – რაზეც საუბრობთ, მაჩვენეთ გაზეთი. ეკონომიკა რომ ჩიხშია და ქვეყანა რომ ჩიხშია, ამას ვიზიარებ. ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა და ამაში სიახლე არაფერი არ არის, რომ ჩვენ გვაინტერესებს ხალხის პრობლემა. 2024 წელს თქვენ რაზეც საუბრობთ, ეს არის ტყუილი“, – უთხრა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა „ნაციონალური მოძრაობა“ და როზნერის დავალება კიდევ ერთხელ ამხილა. შოთა ფალავანდიშვილის მიერ 3 დღის წინ გამოქვეყნებული პუნქტები ზედმიწევნით შესრულდა და დადასტურდა. ახალი დავალებით დაიბეჭდა პლაკატები, სადაც ხალხს მაქსიმალურად ხშირად უნდა გაუმეორონ და დაამახსოვრონ როზნერის გზავნილები.