არსებობს საფრთხე, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი – თინა ხიდაშელი

78
spot_img

„კოალიციური ერთობა წარმატების შანსია“, – ამის შესახებ თავდაცვის ექსმინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ხიდაშელი ოპოზიციას ურჩევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალები გააერთიანონ.

„საქართველოში არის კონკრეტული რეალობა, რომელიც გვკარნახობს, ეს კოალიციური პროექტი უნდა შედგეს არჩევნებამდე, ვინაიდან, არსებობს საფრთხე, ალბათობა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უბრალოდ ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი. წარმატების ყველაზე დიდი შანსი და ამ პროცესის სწრაფად დაძვრის  შანსი გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ 2  მნიშვნელოვანი მოთამაშე  დემოკრატიული ოპოზიციის ფლანგზე „ლელო – საქართველოსთვის“ და პარტია „საქართველოსთვის“ შეძლებენ საერთო ენის გამონახვას და სწორედ ასეთ კოალიციური ერთობაზე შეთანხმებას. კი „ლელო“ ტიპური, სტანდარტული ამომრჩევლის პლატფორმაა დღეს საქართველოში, პარტია „საქართველოსთვის“ ანუ გახარიას პარტიას, აქვს იმის შანსი, რომ „ქართულ ოცნებას“ წაართვას ამომრჩეველი“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.