უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ხარკოვისა და სუმის რეგიონების საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, ხარკოვისა და სუმის რეგიონების საჰაერო თავდაცვის გაძლიერება გადაუდებელი აუცილებლობაა.
„დღეს ვესაუბრე სამხედროებს იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან ხარკოვი საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისით. ყველა ჩვენს დიპლომატს აქვს იგივე ამოცანა. საჰაერო თავდაცვის გაძლიერება გადაუდებელი აუცილებლობაა. მადლობას ვუხდი თითოეულ ქვეყანას, თითოეულ ლიდერს, რომელიც ახლა ეძებს შესაძლებლობებს, რათა დაეხმაროს უკრაინას. სრულიად მიუღებელია, რომ მსოფლიოს ამდენი ქვეყანა ჯერ კიდევ ფიქრობს, როგორ დაუპირისპირდეს ტერორიზმს. არსებობს პოლიტიკური გამოსავალი – რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას ძირეულად შეუძლია სიტუაციის შეცვლა. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას“, – აცხადებს ზელენსკი.