არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში-მამუკა მდინარაძე

26
spot_img

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროტესტს.

„ზოგს უკვირს, რა შუაშია უნივერსიტეტთან აქციები და სამუშიას გადადგომა ხომ საერთოდო. რა არის გაუგებარი? ორასი და სამასი ხმა კი არ გაყალბებულა, 300 ათასი გაყალბდაო. შესაბამისად, არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ მან გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში „დაფიონის“ წევრები და სტუდენტები, სულ მცირე, ათამდე პირი იმყოფება, ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.