„არის მორიგი მცდელობა, რომ გამოიყენონ ეს ძალიან მძიმე ამბავი და უბედურება”- მიქანაძე

75
spot_img

ის ადამიანები ოპოზიციიდან, ვინც ამ განცხადებებს აკეთებენ, რომ უნდა შეიქმნას ამ უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ თავიანთ პირად ინტერესებს, რომ ამ ტრაგედიის ისარგებლონ და პოლიტიკური ქულები რაღაც ფორმით მაინც დაიწერონ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„არის მორიგი მცდელობა, რომ გამოიყენონ ეს ძალიან მძიმე ამბავი და უბედურება, რომელიც მთელ ერს დაგვატყდა თავს, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განმარტა გივი მიქანაძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რაჭის სტიქიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.