გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს სპეკულაციებს არჩევნების დემოკრატიული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ამ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლით დაინტერესებულია ხელისუფლება ორი მიზეზის გამო. პირველი – ჩვენ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს სპეკულაციებს არჩევნების დემოკრატიული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით. მეორე – არჩევნები იქნება ერთ-ერთი მარკერი, რითაც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პერსპექტივები გაეხსნება“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მთავრობა საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს იწვევს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, წერილი უკვე გაუგზავნა.