„არავითარი ომი არ გვინდა საქართველოში, ეს სისულელეა – უკრაინას არ სურს ომი“ – დავით არახამია

274
spot_img

„არავითარი ომი არ გვინდა საქართველოში, ეს სისულელეა – უკრაინას არ სურს ომი“, – ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

არახამია აცხადებს, რომ უკრაინა დაეხმარება საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი.

მისი  თქმით, საქართველოდან დაბრუნებული უკრაინელები აცხადებენ, რომ მათ არაჩვეულებრივი მიღება მოუწყვეს საქართველოში.

არახამია, ამბობს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს.

„ჩვენ არავითარი ომი არ გვინდა საქართველოში. მომისმენია საქართველოს მთავრობის წევრების ბრალდებები, რომ ჩვენ ომი გვინდა საქართველოში. ეს სისულელეა – უკრაინას არ სურს ომი, სადმე იყოს, ერთადერთი შეიძლება ეს რუსეთში გვინდოდეს მხოლოდ. როგორ შეიძლება ომი გვინდოდეს იმ ქვეყანაში – საქართველოში, რომელმაც შეიფარა ბევრი დევნილი, საბედნიეროდ, ეს ხალხი უკან ბრუნდება და როდესაც  როდესაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების განწყობას ვკითხულობთ მათ მიმართ მოპყრობაზე, საქართველო ტოპ სამეულშია ყოველთვის.

საქართველოდან დაბრუნებულები სულ ამბობდნენ, არაჩვეულებრივი მიღება მოგვიწყო ქართველმა ხალხმაო. ეს მუდმივად რჩება მეხსიერებაში. უკრაინელებს მუდმივად ემახსოვრებათ, რომ ქართველი ხალხი ძნელბედობის დროს გვეხმარებოდა, ამიტომ ჩვენც მუდმივად იგივე განწყობა გვაქვს. ჩვენ ახლა შევეცდებით დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, – აცხადებს დავით არახამია.