„არავისთან გვქონია კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე კომპრომისზე წავსულიყავით”- თორნიკე მამალაძე

40
spot_img

დეკანოზი გიორგი მამალაძე პარალიზებულია და მას სასწრაფოდ მკურნალობა სჭირდება. აღნიშნულის შესახებ დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს.

მამალაძის თქმით, გიორგი მამალაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით დეკანოზის ოჯახს რაიმე კომპრომისზე კომუნიკაცია არავისთან ჰქონია.

„არავისთან არ გვქონია კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე კომპრომისზე წავსულიყავით. ვერც ვერავინ იტყვის, რომ ჩემმა ოჯახმა ვინმეს ხელი მოუწერა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ რაიმეზე წასულიყო ჩემი ძმა. ის არის პარალიზებული. მას სჭირდება სასწრაფოდ მკურნალობა.

აქედან გამომდინარე, პირველი ეტაპი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არის ის, რომ ჩემი ძმა ფეხზე დავაყენოთ. შემდეგ უკვე თავად მიხედავს საკუთარ თავს და დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ სატელევიზიო ეთერში. 

ინფორმაციისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია. მან უკვე დატოვა საპატიმრო დაწესებულება. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძე საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განუსაზღვრა.