“არავის მივცემთ საშუალებას, რომელიმე ინსტიტუტის ფუნქციონირებას რამე ფორმით ხელი შეეშალოს” – თეა წულუკიანი

99
spot_img

საქართველოს ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის განცხადებით, არავის მისცემენ საშუალებას, რომ რომელიმე ინსტიტუტის ფუნქციონირებას რამე ფორმით ხელი შეეშალოს.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაზე ამ ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მხრივ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.

„არავის მივცემთ საშუალებას, რომ რომელიმე ინსტიტუტის, მითუმეტეს, იმ ინსტიტუტის, რომელზეც ძალიან ბევრი რამ არის ამ ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მხრივ დამოკიდებული, ეს გახლავთ ეროვნული ბანკი, რომ ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებას რამე ფორმით ხელი შეეშალოს. რა თქმა უნდა, ეს არ არის კონკრეტული პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.