არავის აქვს უფლება გვითხრას, ვისი შემოშვების უფლება გვაქვს ქვეყანაში, – ასე აფასებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგრაციული და თავშესაფრის პოლიტიკის რეფორმაზე ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ მიღწეულ შეთანხმებას.
„არც ბრიუსელს და არც სხვა ვინმეს აქვს იმის უფლება, გვითხრას, ვისი შემოშვების უფლება გვაქვს ქვეყანაში, რადგანაც ძალაუფლება უნგრელმა ხალხმა მოგვცა და არა ბრიუსელის ელიტამ. კარგი იქნება, თუ არ შეეცდებიან ჩვენზე იძულებითი ზომების დაწესებას, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ“, – განაცხადა სიირატომ.
ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ „მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტზე“ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.