არავინ არ უნდა ითამაშოს ან ივაჭროს ევროპის უსაფრთხოებასთან – ოლაფ შოლცი

23
spot_img

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნატო-ს ორმხრივი თავდაცვის მუხლის ნებისმიერი რელატივიზაცია საშიშია და მხოლოდ რუსეთს ემსახურება.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ნატო-ს დახმარების გარანტიის ნებისმიერი რელატივიზაცია უპასუხისმგებლო და საშიშია. ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. არავინ არ უნდა ითამაშოს ან ივაჭროს ევროპის უსაფრთხოებასთან“, – განაცხადა შოლცმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

შოლცის თქმით, უსაფრთხოების მზარდი რისკების წინაშე ევროპას, ნატო-სა და აშშ-ის შორის პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს.

„არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ევროკავშირი იყოს რუსეთზე სუსტი. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ევროპამ უნდა მიაღწიოს უმაღლეს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებსა და საბრძოლო მასალის წარმოების შესაძლებლობებს“, – აღნიშნა შოლცმა.