“არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი”- შალვა პაპუაშვილი

191
spot_img

ვფიქრობ, რომ წელს სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება ევროკავშირი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

„მას შემდეგ, რაც ბევრმა გააცნობიერა, რომ შარშან მიღებული გადაწყვეტილება იყო როგორც პოლიტიკური და სტრატეგიული შეცდომა, ასევე სამართლიანობასა და დამსახურებაზე დაფუძნებით იყო შეცდომა, ვფიქრობ, რომ ამის გააზრებით წელს სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება ევროკავშირი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას. არანაირი მიზეზი სტატუსის არმინიჭების არ არსებობს, ვინმეს თუ უნდა საბაბი მოძებნოს, საბაბს ყოველთვის იპოვნიან. იმედია, განსხვავებით შარშანელისგან, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.