“არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს – არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები”

51
spot_img

სისულელეა, არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს – არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არის.

„სისულელეა. არანაირი ღარიბაშვილი, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს. არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”. ჩვეულებრივი პროცესია, ვიღაც თავისუფლდება, ვიღაც ინიშნება. პირველი შემთხვევა ხომ არ არის!? არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. კობახიძემ იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს. ის იღებს გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ზურაბ აზარაშვილმა გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, ასევე თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემაც.