,,არ უნდათ ორგანიზაციებს, ეს არგუმენტი არ არის”- მდინარაძე

12
spot_img

არ უნდათ ორგანიზაციებს, ეს არგუმენტი არ არის, ერთადერთი ვალდებულება არის რეესტრში დარეგისტრირება და დეკლარაციის შევსება, ანუ გამჭვირვალობა,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე ოპონენტებს და კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს, მოუწოდებს არგუმენტები წარადგინონ, თუ რატომ არის კანონპროექტი რუსული.

„ვერასდროს დააკონკრეტებენ რა არის ცუდი, არათუ რუსული, არათუ სხვა… ცუდი რა არის, იმასაც ვერ იტყვიან. მათ ამ პროტესტსაც, ამ ვითომ ემოციებსაც აბსოლუტურად ეკარგება ფასი, იცით რატომ? მაგალითად, ხელისუფლებას უნდა გაუპროტესტო რაღაც მაშინ, როდესაც არგუმენტებს ეუბნები და ამ არგუმენტებს არ ან ვერ იგებს. მაგრამ როდესაც არგუმენტს არ ეუბნები და პირდაპირ შეტევაზე გადადიხარ, ამ პროტესტს ფასი ვერ ექნება, ეს პროტესტი ყალბია და ეს ყალბი პროტესტები ჩვენ ოკუპანტი ქვეყნისგან გვახსოვს სხვადასხვა თემებზე. კარგად დაფიქრდნენ ყველა, როდესაც წაუკითხავ კანონს აპროტესტებენ. არ უნდათ ორგანიზაციებს, ეს არგუმენტი არ არის, ერთადერთი ვალდებულება არის რეესტრში დარეგისტრირება და დეკლარაციის შევსება, ანუ გამჭვირვალობა. თუ ეს მისაღებია ცივილიზებული სამყაროს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს მოქმედებს. გერმანიის კანცლერმა თქვა რომ მსგავსი ჩვენთან არ არსებობსო, არც ჩვენთან არსებობს. ასევე ჯერ არ არსებობს ევროკავშირში. იქაც ინიცირებულია და ჩვენთანაც ინიცირებულა. მაგრამ მან იმედი გამოთქვა, რომ არ მიიღებთო ამ სახით საქართველოშიო, ისევე, როგორც თქვა ევროკავშირზეც. ანუ გერმანიის კანცლერი დაუპირისპირდა ევროკავშირის დირექტივასაც და ინიციატივასაც. ამ სფეროს რეგულირების ევროპისეულ ვერსიასაც შეეწინააღმდეგა, მას თავისი პოზიცია აქვს და არ მოსწონს ჩანს ევროდირექტივა. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დარტყმები სად ვნახეთ, დაარტყეს სასამართლოს პოლიტიკას ქვეყანას პარტიების დაფინანსება ვნახეთ. „შავი ფული“ იხარჯება პარტიული კუთხით, ეკლესიის წინააღმდეგ მაგალითად და ლგბტ პროპაგანდაში. ანუ, არის ორი მიმართულება პარტიული და პროპაგანდა ამ ორი მიმართულებით იხარჯება ფული იმიტომ არ ვიცით 7 „ენჯეოს“ მიერ დახარჯული 70 მილიონი სად არის. რატომ იბრძვიან, ბოლო რესურს რატომ იყენებენ იცით? -უცხოეთიდან გრანტებით შემოსულ ფულის 95%-ს 10-15 „ენჯეო“ ხარჯავს, დანარჩენ 5%-ს კი ათასობით სხვა „ენჯეო“. ესენი იბრძოლებენ თავისი ფულისათვის იმიტომ, რომ თავისი ინტერესი აქვთ, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის მარტო გამჭვირვალობისთვის ბრძოლა. მათი მხრიდან „შავი ფულისთვის“ ბრძოლაა, ჩვენი მხრიდან კი გამჭვირვალობასთან ერთად ქვეყნის მეტი დამოუკიდებლობისთვის და რეალური ევროპულობისთვის. ეს არის ბრძოლა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. უნდა შევძლოთ, გარედან თითს რაზეც დაგვიქნევენ და რასაც მოგვთხოვენ უარგუმენტოდ, ის გავაკეთოთ, არამედ მივიღოთ სუვერენული დამოუკიდებელი და თავისუფალი გადაწყვეტილებები. ეს არის ნამდვილი ევროპულობა და საქართველო არის ქრისტიანული დემოკრატიული ევროპის შემადგენელი ნაწილი და აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, და ვისაც უნდა რომ „არა რუსულ კანონს” იძახოს, კი ბატონო, მეც ვუერთდები. ჩვენ არ მივიღებთ რუსულ კანონს, გატყუებენ ხალხო, ნუ გაიხდით თავს მსხვერპლად. ეს არის ევროპული მიდგომა და შესაბამისად ჩვენ ამ კანონს მივიღებთ. მოიტანეთ არგუმენტები ძალადობისა და „კოქტეილების“ მაგივრად და „კოქტეილების“ სროლის მაგივრად, ხომ წაახალისა ქალბატონმა სალომემ ძალადობა. გირჩევთ ყველას არგუმენტები მოიტანოთ და არა „კოქტეილები“, „კოქტეილებით“ ბრძოლა თუ ვინმეს მოუნდება სახელმწიფო საკადრის პასუხს გასცემს. არგუმენტებზე ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ არგუმენტებით დავუპირისპირდებით სიმართლის დასადგენად და ყველა ადამიანის სიმართლის გასაგებად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.