არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობები ან ძალა მნიშვნელოვანი გარღვევისთვის – სტოლტენბერგი

28
spot_img

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთის ძალებს არ აქვთ მნიშვნელოვანი გარღვევის მიღწევის შესაძლებლობა უკრაინაში ბრძოლის ველზე.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში რუსეთმა უკრაინაში მორიგი შეტევა დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ მცირე წარმატებებით.

„და ჩვენ არ გვაქვს სხვა ნიშნები ან საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობები ან ძალა მნიშვნელოვანი გარღვევისთვის“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელებმა შეძლეს ფრონტის ხაზის შენარჩუნება. მათ შეძლეს რუსი ოკუპანტებისთვის მძიმე დანაკარგების მიყენება – როგორც ფრონტის ხაზის გასწვრივ, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებით“, – დასძინა მან.