“არ გავრისკავ, ვუწოდო ივანიშვილის პერიოდის საქართველოს პუტინის პროვინცია – მაგრამ სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს”-შენდეროვიჩი

200
spot_img

არ გავრისკავ, ვუწოდო ივანიშვილის პერიოდის საქართველოს პუტინის პროვინცია, მაგრამ სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს, – წერს სოციალურ ქსელში რუსი მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი წერს, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს

“მე არ შემიშვეს საქართველოში. დღესასწაული ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმურმა ჯგუფმა. დაიცვეს ჩემგან საქართველო, ყოჩაღ… მე პირველი არ ვარ. არ გავრისკავ, ვუწოდო ივანიშვილის პერიოდის საქართველოს პუტინის პროვინცია, მაგრამ სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ხომ მართალია?

2006 წელს მე, გაჩაღებული ანტირუსული კამპანიისა და დეპორტაციის დროს, ასობით მოსკოველთან ერთად გამოვდიოდი პუშკინის მოედანზე საპროტესტო მიტინგზე ლოზუნგით – მე ქართველი ვარ… როგორც თბილისიდან ჩემი დეპორტაციით ირკვევა, არასაკმარისი ქართველი ვარ. სასაცილოდ გამოვიდა”, – წერს შენდეროვიჩი.

რუსი მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს.  ინფორმაციას დოიჩე ველე ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბლოგერის ცნობით, შენდეროვიჩი სასაზღვრო კონტოლის ვერგავლის შემდეგ უკან, ისრაელში გააბრუნეს.

2 ივნისს თბილისში დაგეგმილი იყო ვიქტორ შენდეროვიჩის გამოსვლა – “ერთი შენდეროვიჩის თეატრი”. მწერალი უნდა ჩასულიყო ბათუმშიც.

შენდეროვიჩი თბილისის აეროპორტის სასაზღვრო კონტროლიდან უკან დააბრუნეს ისრაელის რეისით, საიდანაც ის საქართველოში ჩამოფრინდა. არ არის დაზუსტებული, მწერალი საქართველოში რა მიზეზით არ შემოუშვეს.