,,არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ჩემი ან კომისიის სხვა წევრების მიკერძოებაზე მიუთითებს”- გიორგი კალანდარიშვილი

12
spot_img

ბრალდებები, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონის დამტკიცების შემდეგ, გაძლიერდება მმართველი პარტიის ან რომელიმე პარტიის გავლენები საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებით, უსაფუძვლოა, – აღნიშნულის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

კალანდარიშვილის თქმით, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც მიუთითებს მისი თუ კომისიის სხვა პროფესიული წევრების მიკერძოებაზე.

„საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა გამჭვირვალედ და ღიად. განსაკუთრებით ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში შევცვალეთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ანგარიშვალდებულების საკითხები. მე, იგივე პრეზიდენტთან, თუ სხვა ჩართულ მხარეებთან მიმართებით ვნახეთ ის, რომ შეფასებები არის უსაფუძვლო, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს დღეს რაიმე არგუმენტი, ხელმოსაჭიდი გარემოება, რომელიც მიუთითებს პირადად ჩემი, თუ კომისიის სხვა პროფესიული წევრების მიკერძოებაზე და დამოუკიდებლობის რაიმენაირად შელახვის მცდელობაზე. აქედან გამომდინარე, აპრიორია მომავალში იმ მოლოდინების შექმნა, თითქოს ადმინისტრაცია იქნება დაქვემდებარებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვერტიკალს, ეს რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა“, – აცხადებს კალანდარიშვილი.