“არ არსებობდა სამართლებრივი მიზეზი იმისათვის, რომ დეიშვილისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა” – გერმანიის საელჩო

29
spot_img

გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ ზურაბ ადეიშვილისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა, – ამის შესახებ გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას.

„ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესთაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია,“- აღნიშნულია განცხადებაში.