,,აქ მაიდნის მოწყობა დეკლარირებულია, დასავლეთის ლიდერებს ნათქვამი აქვთ, რომ აპირებენ ამის გაკეთებას”- ბესარიონ გუგუშვილი

79
spot_img

ცალსახად უნდა ვთქვა, რომ მიმდინარეობს მცდელობა საქართველოში მოახდინონ მაიდანი, – ამის შესახებ ბესარიონ გუგუშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერევიან სახელმწიფოსა და ერის ძირითად ფუნქციებში და დონორებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

„აქ მაიდნის მოწყობა დეკლარირებულია, დასავლეთის ლიდერებს ნათქვამი აქვთ, რომ აპირებენ ამის გაკეთებას. რატომ ვერ აკეთებენ? აქ არასამთავრობოების ბრალია სინამდვილეში. არასამთავროები დასავლეთს აწვდიან ისეთ ინფორმაციას, რომელიც მათ ესიამოვნება და ისე წარმოუდგენენ საქმეს, თითქოს ქართველი ხალხის დიდი უმეტესობა ხელისუფლების წინააღმდეგ არის და მისი დამხობა უნდა. რაც, რა თქმა უნდა შეცდომაა. ჩემი თვალით ვნახე, რომ ოჯახის ზეიმზე ოთხჯერ, ხუთჯერ მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე მათ ყველაზე დიდ თავშეყრაზე. ასე რომ, ამას არ აქვს საფუძველი, თუ რამე ექსტრემისტული არ ჩაიდინეს“, – მიიჩნევს გუგუშვილი.