,,აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით”- დავით სუხიშვილი

27
spot_img

ამ დროისთვის აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახანძრო-სამაშველო სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა, დავით სუხიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე- მაშველთა ჯგუფი დროულად გამოცხადდა.

„112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე დროულად გამოცხადდა მეხანძრე- მაშველების ჯგუფი. შემთხვევის ადგილიდან მაშველების მიერ გამოყვანილია 6 მოქალაქე. აქედან 2 გარდაცვლილია, ხოლო 4 მოქალაქე დამწვრობებით არის გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნა სუხიშვილმა.

 

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, ერთ-ერთ სასროლეთში აფეთქება მოხდა.\