ამ დროისთვის აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახანძრო-სამაშველო სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა, დავით სუხიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე- მაშველთა ჯგუფი დროულად გამოცხადდა.
„112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე დროულად გამოცხადდა მეხანძრე- მაშველების ჯგუფი. შემთხვევის ადგილიდან მაშველების მიერ გამოყვანილია 6 მოქალაქე. აქედან 2 გარდაცვლილია, ხოლო 4 მოქალაქე დამწვრობებით არის გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნა სუხიშვილმა.
თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, ერთ-ერთ სასროლეთში აფეთქება მოხდა.\