ამერიკელი სამხედროები მოქალქეებს გაუჩინარებულ ავიაგამანადგურებელ F-35-ის პოვნაში დახმარებას სთხოვენ

338
spot_img

ამერიკელი სამხედროები მოქალაქეებს გაუჩინარებულ ავიაგამანადგურებელ F-35-ის პოვნაში დახმარებას სთხოვენ. როგორც BBC წერს, თვითმფრინავი 17 სექტემბერს სამხრეთ კაროლინის შტატში მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. მფრინავი ახლა საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა დაემართა გამანადგურებელს, თუმცა მაღალჩინოსნების თქმით, მოხდა გარკვეული “უბედური შემთხვევა”.

„საზოგადოებას მოვუწოდებთ, ითანამშრომლონ სამხედროებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ვიდრე სამძებრო ოპერაცია გრძელდება“, – ნათქვამია ჩარლსტონის სამხედრო ბაზის Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თვითმფრინავს სამხედროები ქალაქ ჩარლსტონთან ახლოს მდებარე ორი ტბის მიდამოებში ეძებენ. თვითმფრინავის ტრაექტორიის საფუძველზე, მას მოლტრისა და მარიონის ტბების ტერიტორიაზე ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან ფედერაციული ავიაციის მარეგულირებელი სააგენტოს წარმომადგენლები.

ავიაგამანდგურებლის ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი დოლარია და ის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავად არის მიიჩნეული.