,,ამას პალატაში უნდა ჩამოუკიდო მისი ხელისუფლების მიერ და მისი ბრძანებით ნაწამები ხალხის ფოტოები”- სალუქვაძე

105
spot_img

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში სააკაშვილის წერილს ეხმაურება:

„თავიდან ირონია გამოიწვია სააკაშვილის პოსტმა. 7 ნოემბრის და ციხეებში წამების სისტემის შემქნელი სხვაზე რომ ამბობს დაშინების პარტიააო. მერე ბრაზი მომერია.
ამას პალატაში უნდა ჩამოუკიდო მისი ხელისუფლების მიერ და მისი ბრძანებით ნაწამები ხალხის სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძის, კობა დავითაშვილის და სხვათა ფოტოები. მისი პოსტის და კომენტარების ავტორებს კი უნდა მიუსაჯო წამების და ძალადობის შესახებ სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა და ზეპურად მოყოლა. წაკითხული აქვთ თეთრაძის ან სხვა საქმეები?
რაც შეეხება “რუსულს”, სააკაშვილი ხმას როგორ იღებს, როცა პუტინის დავალებით 2003 წელს პირდაპირ საგარეო საქმეთა მინისტრი გამოგზავნა, კრწანისში თათბირი ჩაუტარა შევარდნაძის მთავრობას და ოპოზიციის სამეულს და სააკაშვილი დასვა პრეზიდენტად.
წერს, პრეზიდენტის რეზიდენციაზე გულების დროშა აღვმართე და “ოცნება” აღშფოთდაო. გულების კი არა, ნაცმოძრაობის ახალ დროშად მიიღეს ჯვრების ნაცვლად გულებით ჩანაცვლებული დროშა და სახელმწიფო შენობის თავზე პარტიული დროშა აღმართა. იგივეა, კანცელარიის თავზე პრემიერმა “ქართული ოცნების” დროშა რომ აღმართოს.
ციხეში საქართველოს მონატრების გამო ჩამსვესო. ჩამოფრენილიყო თვითმფრინავით და მაშინ ექნებოდა მსგავსი უტიფრობის ოდნავი მორალური უფლება. გეგმა რომ გამისვლოდა და არჩევნების წინა დღეს არ აეყვანათ, ვნახავდით რისთვის იყო ჩამოსული.
მსჯავრი და ბრალი კი გაცილებით მეტ საქმეზე უნდა ჰქონდეს წაყენებული, თუმცა გირგვლიანის, გელაშვილის ცემის, 7 ნოემბრის, 9 მილიონის ფლანგვის და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეები საკმარისი უნდა ყოფილიყო, რათა მისი მომხრეებისთვის პოლიტიკურად მომკვდარიყო, მაგრამ აბა რისი სექტა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებაა? ამათთვის 9 მილიონის ფლანგვა პიჯაკების საქმეა, 7 მილიონის ფლანგვა მანქანით სარგებლობის.
სტრასბურგში გაიმართლოს თავი და შემდეგ ელაპარაკოს ქართველ ხალხს. მანამდე დარჩება საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელ კრიმინალ ყოფილ პრეზიდენტად.
ოპოზიციას არაფერი გეშველებათ, სანამ მისი გავლენისგან არ გათავისუფლდებით.“