“ამ შემთხვევაში, სოლიდარობას ვუცხადებთ „ალტ-ინფოს“ – თუ რაიმე რუსულია, სწორედ ეს არის რუსული გადაწყვეტილება”

56
spot_img

ჩვენ, ამ შემთხვევაში, სოლიდარობას ვუცხადებთ „ალტ-ინფოს”. მათი ლიდერები დაპატიჟებულიც კი გვყავდა ჩვენს არხებზე, რომ ერთად გაგვერჩია ხელისუფლების ეს უმსგავსობა, რომელიც დღეს შეიძლება „ალტ-ინფოს” მიმართ არის ჩადენილი, მაგრამ თუ ამაზე თვალს დავხუჭავთ, ხვალ ნებისმიერი ორგანიზაციის მიმართ შეიძლება ჩაიდინონ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსერვატიული მოძრაობისთვის” რეგისტრაციის გაუქმებას.

ხვიჩიას თქმით, აღნიშნული „ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

მისივე აღნიშვნით,თუ რაიმე რუსულია, სწორედ ეს არის რუსული გადაწყვეტილება.

„ჩემი აზროთ, ეს „ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუ რაიმე რუსულია, სწორედ ეს არის რუსული გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური ოპონენტების ჩახსნა რეგისტრაციიდან ერთი დღის განმავლობაში იმიტომ, რომ შენ ის არ მოგწონს და ხმებს გართმევს წინასაარჩევნოდ, ჩემი აზრით, მიუღებელია. ჩვენ, ამ შემთხვევაში, სოლიდარობას ვუცხადებთ „ალტ-ინფოს”. მათი ლიდერები დაპატიჟებულიც კი გვყავდა ჩვენს არხებზე, რომ ერთად გაგვერჩია ხელისუფლების ეს უმსგავსობა, რომელიც დღეს შეიძლება“ალტ-ინფოს” მიმართ არის ჩადენილი, მაგრამ თუ ამაზე თვალს დავხუჭავთ, ხვალ ნებისმიერი ორგანიზაციის მიმართ შეიძლება ჩაიდინონ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა პარტია “კონსერვატიული მოძრაობის“ (იგივე “ალტ-ინფო“) რეგისტრაცია გაუუქმა. საჯარო რეესტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე მიიღო, რომელმაც პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა მოითხოვა.