“ახლა ვუსმენდი ნაციონალური ტრაგედიის წარმომადგენელს გიორგი ვაშაძეს, რომელიც გადაბარგდა „ნაცებში“ და ხაბე ჩააჩოჩა”

101
spot_img

ახლა ვუსმენდით ნაციონალური ტრაგედიის წარმომადგენელს, გიორგი ვაშაძეს, რომელიც ყელმოღერებით, გამოდიოდა თითქოს დიდი მხარდამჭერი იყოს ან პენსიონერების ან სოციალურად დაუცველების, ეს ადამიანი იყო იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანი, როდესაც პენსიონერებს 150%-იანი სესხი გაუხადეს, ღიმილიანი საქართველო რომ დაარქვეს და კბილები დააძრეს პენსიონერებს, ის იყო ერთ-ერთი ავტორი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე გიორგი ვაშაძის მისამართით.

მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე პარლამენტში 5 კაცით შემოვიდა, ყველა გაექცა და მხოლოდ ერთი წევრი დარჩა.

„ვაშაძე 5 კაცით შემოვიდა პარლამენტში და მხოლოდ ის შემორჩა, მსხვერპლი რომ ჰყავს – პაატა მანჯგალაძე. დანარჩენი დაეშალა, ახლა გადაბარგდა „ნაცებში“ და ხაბე ჩააჩოჩა. ახლა კი უნდა, იმ ჯიგარს, ევროპელებს რომ ძარცვავს, ხელისუფლებაში მოვიდეს. ერთმანეთს რომ არ ენდობიან ისეთი ხალხია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე შეფასებით, პოპულისტებს არასდროს მისცემენ საშუალებას საზოგადოება მოატყუონ. „ამათი დრო წასულია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.