“ახლა საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი და ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები მხოლოდ გაიზრდება” – პაველ ჰერჩინსკი

32
spot_img

2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირებისა შეთანხმებას, ამას მოჰყვა ღრმა და ყოვლისმომცველი საყოველთაო ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, ევროპული ბაზარი გაიხსნა ქართული კომპანიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ მეტად გაიზრდება.

„მე მესმის, რომ ეს არ არის მარტივი, რადგან არის გეოგრაფიული მანძილი, არის ბიუროკრატიული პრობლემები, თუმცა არის სტაბილური პროგრესი და ვიცი, რომ ევროკავშირი არის საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი. ახლა საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი, რაც უზრუნველყოფს მტკიცე საფუძველს ყველა კერძო ინვესტორისთვის, ამიტომ  ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები მხოლოდ გაიზრდება“, – განაცხადა ელჩმა.