ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩრდილოეთ კავკასიის ერებისადმი მიმართვა შეაფასა.
„ეს ადამიანი ხან მოწამლულია, ხან კვდება, ხან ძალიან მძიმე დიაგნოზები აქვს, ხან პოლიტიკიდან მიდის, მერე ისევ პოლიტიკაში ბრუნდება. ახლა კავკასიის გაერთიანების იდეა ჩაესახა და ახალი შამილი უნდა იყოს. სოციალური ქსელები „გაექცა“ ახლა და ძალიან იუმორისტულ, კარიკატურულ მდგომარეობაში არის“, – ამბობს იონათამიშვილი.
მიხეილ სააკაშვილი ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მიმართავს, შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში. ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ აუცილებელია მოიძებნოს კავკასიის გაერთიანების გზები.