„აგენტი ხარ მართლა“, „საკუთარ ქვეყანას რას აბრალებ“ – საპარლამენტო უმრავლესობა რომან გოცირიძეს

13
spot_img

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი რომან გოცირიძის კითხვას მოჰყვა.

კერძოდ, დეპუტატი დაინტერესდა, რა ტიპის საფრენი აპარატებია შემოსული კატარიდან და გამოთქვა ეჭვი, ხომ არ ხდება რუსეთში საქართველოს გზით სანქცირებული პროდუქციის შეტანა.

„რა არის, არ ვიცით. შეიძლება, არის დრონები, ვერტმფრენები და ა.შ. 22 მილიონი დოლარის საფრენი აპარატების შემოსვლა აქამდე არ ყოფილა და დააკვირდით, ეს ხომ არ გადადის ყირგიზეთ-ყაზახეთში? ეს საფრენი აპარატები საქართველოში დარჩება, თუ ვისია ეს 22 მილიონი? ვიცით, რომ საქართველო ხდება რუსეთში სანქცირებული საქონლის გატანის გზა“, – აღნიშნა გოცირიძემ.

ეს შეკითხვა უმრავლესობის წევრებმა გააპროტესტეს და რომან გოცირიძეს მოღალატე უწოდეს. „დავალება გაქვს და ასრულებ?“, „აგენტი ხარ მართლა“, „საკუთარ ქვეყანას რას აბრალებ“, „მართლა ჭორიკანა ხარ“, – მიმართეს დეპუტატებმა გოცირიძეს.